დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი ტენდენცია გვაქვს

ლარის კურსთან დაკავშირებით აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.46 ნიშნულზეა ჩამოსული.
“აქედან გამომდინარე, აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნული ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტოს, ვინც ამ პროცესში მეტად თუ ნაკლებად ვმონაწილეობთ, გვქონდეს სინქრონიზებული ქმედებები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები