დიმიტრი ქუმსიშვილი: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება

საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა არაერთი რეფორმა დააანონსა და, შესაბამისად, ამ რეფორმების გატარებას გარკვეული ცვლილებები სჭირდება.
ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ ამაზე განცხადებები თვითონ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს. “ეს მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილია და პრიციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მან დააანონსოს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, რეფორმებს მოჰყვება თუ არა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და ლარს რამდენად დაეხმარება მოკლევადიან პერსპექტივაში, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები