ჩინეთი მთვარეზე კოსმოსურ აპარატს გააგზავნის
ჩინეთი 2018 წელს მთვარეზე კოსმოსურ ზონდს გააგზავნის. ამ მისიის მთავარი მიზანი დედამიწის თანამგზავრის უკანა მხარის შესწავლაა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აპარატმა „ჩანიე-4“- მა მთვარის ქერქის გეოლოგიური კვლევა უნდა ჩაატაროს. აქამდე მთვარის ეს ნაწილი არავის შეუსწავლია. მთვარის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ლიუ ძინცჟუს განცხადებით, ამ მისიით ჩინეთი კოსმოსის შესწავლის საკითხში დიდ ნახტომს გააკეთებს და ამ დარგის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს.
2013 წლის დეკემბერში ჩინეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატის „ჩანიე-3“-ის წარმატებული დაჯდომის შესახებ განაცხადა. ის დედამიწაზე ინფორმაციას დღემდე გადმოსცემს.