მეცნიერები – ყავა ქალის მკერდის ზომას ამცირებს

შვედი მეცნიერების დასკვნის მიხედით, ქალის მიერ ყავის რეგულარული მიღება მისი მკერდის ზომას ამცირებს. ეს დასკვნა მეცნიერებმა 300 ქალზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. თუ ქალები დღეში სამ ჭიქა ყავას სვამდნენ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მათი მკერდის ზომაზე მოქმედებდა. ყველაზე მეტად მკერდი იმ ქალებს უპატარავდებოდათ, ვისაც ის ფაფუკი ჰქონდა.
შვედი მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ ყავა მკერდის ზომას მნიშვნელოვნად არ ამცირებს. ამასთანავე, ის მკერდის კიბოს საფრთხეს ამცირებს. სასმელი ქალების ორგანიზმის მეტაბოლიზმზე მოქმედებს და ის ნაკლებ ჰორმონს გამოყოფს.
მეცნიერები ბოლო დროს ადამიანის ორგანიზმზე ყავის მოქმედებას აქტიურად სწავლობენ. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა თვითმკვლელობით და სხვადასხვა ავადმყოფობით ადამიანის გარდაცვალების საფრთხეს ამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები