ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებსაც იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

დიზაინერ მატა ცერცვაძისთვის კოლექციის შინაარსს ყოველთვის ინსპირაციის წყარო განაპირობებს, Matassi  ის ქართული ბრენდია, რომელიც კრეატიული და გამორჩეული გემოვნების ადამიანებს მოეწონებათ…

 

-25 წლის ვარ, სამხატვრო აკადემიის ბაკალავრიატის შემდეგ, სწავლა  მაგისტრატურაშიგივე სპეციალობით გავაგრძელე და მაგისტრის ხარისხი ავიღე. პარალელურად მქონდა რამდენიმე პერსონალური  ჩვენება. ვარ Tbilisi Fashion Week  NewComers-ების მონაწილე  და Be Next-ის კონკურსის ერთ-ერთი  პრიზიორი. ასევე ფესტივალ ფან-Art-ის რჩეული. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ნოემბრის დასაწყისში მქონდა ჩვენება, წარვადგინე სრული კოლექცია და, როგორც აღნიშნავენ, ჩემი დებიუტი წარმატებით შედგა. კოლექციის 1ფოტოები გააშუქა როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა პრესამ, როგორიცაა: Grazia.it,  MarieClaire.it, Zoemagazine.net, Friday.az, FashionNews Delivery, ADesign , Georgian Journal და ა.შ.
-ფოტოგრაფია და დიზაინი… როგორ გააკეთე არჩევანი?
– 
ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა და მინდოდა, გავმხდარიყავი დიზაინერი.  ზოგადად, ხელოვნების სფერო ჩემი ინსპირაციის წყაროა, გატაცებული ვარ ფერწერით, სწავლის პერიოდში მქონდა რამდენიმე  გამოფენა. ფოტოგრაფიას რაც შეხება, სერიოზულად თინეიჯერობის ასაკიდან დავინტერესდი, ვარ რამდენიმე ფოტოკონკურსის გამარჯვებული. განსაკუთრებული სტიმულის მომცემი იყო 19 წლის ასაკში აღებული პრიზი ინტერნაციონალურ კონკურსში –  International-Heritage Photographic Experience. ასამდე ქვეყანა მონაწილეობას,  საუკეთესო ფოტოები სტრასბურგში წიგნად გამოიცა, რომლის ერთი ეგზემპლარი საჩუქრად გადმომცეს დიპლომთან ერთად. მომწონს, როცა ვაკეთებ ჩემი კოლექციების ფოტოსესიებს.
– როგორი იყო პირველი კოლექცია და რას ფიქრობ დღეს ამ კოლექციაზე…
– 
პირველი კოლექცია იყო ბაკალავრის სადიპლომო ნამუშევარი სახელწოდებით: Asymmetry. მქონდა რთული კონსტრუქციის კოსტიუმები, ასიმეტრიული და დეკონსტრუქციული ფორმები. დღემდე ახსოვთ ეს კოლექცია, რაც ძალიან მახარებს.
– რამდენად პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ და გეხმარება თუ არა სამოსის შექმნაში?
– 
ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, ვცდილობ, საუკეთესო ვიყო. ჩემს გადაღებულ ფოტოებს ბეჭდავენ ჟუ2რნალებში, აქვეყნებენ ბლოგერები. მიყვარს street style-ის გადაგება, როცა ვესწრები მოდის კვირეულებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს და ნაწილობრივ არის იდეების მომცემი მილანისა და პარიზის ქუჩის მოდა. მოდის კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებით ბევრ საინტერესოდ ჩაცმულ ადამიანს ვხვდები.
–  სად ხედავ შენს თავს, საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ?
– 
ძალიან საინტერესო იყო მილანში ცხოვრება მილანის აკადემიაში სწავლის პერიოდში. მოდის მარკეტინგის კურსი გავიარე  მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ აკადემიაში: IED – Istituto Europeo di Design, ეს იყო Be Next-ის  კონკურსზე აღებული პრიზი, სადაც წარდგენილი მქონდა პეტრე ოცხელის შემოქმედებით შთაგონებული სცენოგრაფიული იდეებით  დატვირთული კოლექცია. მილანში ყოფნისას  იტალიელი ნიჭიერი ფოტოგრაფი ანდრეა ალბანო დაინტერესდა ჩემი ახალი კოლექციით, რისი ფოტოსესიაც  სექტემბერში გაიმართა. ძალიან მომეწონა პარიზიც, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი აზიაში, უკეთ გავეცნობოდი მის მდიდარ კულტურას, თუმცა  სამომავლოდ ჩემს თავს საქართველოში ვხედავ.
– ერთ-ერთი კოლექციის სახელწოდება გქონდა: No War, ყოველთვის უძღვნი შენს კოლეციებს რაიმეს?
– 
2010 წელს  იტალიაში დიზაინერების ჯგუფთან ერთად ვიყავი. ვიყავი ვორკშოფის – Ethical Fashion Desing: Items, Ideas, Concepts-ის მონაწილე. ფლორენციის აკადემიაში წარდგენილი მქონდა თემა: No War.  რომელიც ახლაც აქტუალურია მილიტალისტური სტილით და  ფერთა შესაბამისი გამით. ყოველთვის მიჩნდება ინსპირაციის წყარო, რომელიც განაპირობებს კოლექციის შინაარსს. გარკვეულ  თემაზე ფიქრის დროს  ვაკეთებ ესკიზებს და შემდეგ იქმნება კოლექციაც.3
– როგორ ფიქრობ, როგორ ადამიანს მოეწონება შენი სამოსი და ვისთვის არის ის განკუთვნილი…
– 
რა თქმა უნდა, კოლექციის შექმნის დროს არსებობს გარკვეულწილად  წარმოდგენილი ტიპაჟი.  გააჩნია ინსპირაციის წყაროს და კოლექციის კონცეფციას. Matassi-ის შემოქმედება მოეწონებათ კრეატიული და გამორჩეული გემოვნების ადამიანებს, ვისაც უყვარს მაღალი ხარისხის  სამოსი.
– ძირითადად, რომელ ფერებს იყენებ და რატომ?
– 
ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ კოლექციას ვქმნი, რომელი სეზონია, როგორი ტენდენციებია.  კოლექციები ყოველთვის  განსხვავებულია   ერთმანეთისგან. მიმუშავია მუქ ფერებზეც და სიამოვნებით ვქმნი ფერად სამოსსაც,  შავი კოლექცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ბალენსიაგას დიზაინერის, ჯოზეფუს ტიმისტერის შექება დამამახსოვრდა; ხოლო ბოლო კოლექცია, რომელიც ახლახან წარვადგინე, არის გაზაფხული-ზაფხულის  სეზონის და გადაწყვეტილი მაქვს თეთრ, ვერცხლისფერ და პასტელურ ტონებში.
– რომელ ეპოქაში იცხოვრებდი, როგორი სამოსი მოგწონს?
– 
ყველა ეპოქაში ვპოულობ ჩემთვის საინტერესოს, კოსტიუმის ისტორიითა თუ ცხოვრების სტილით.  დროში მოგზაურობა ცოტა ხნით ყველა პერიოდში საინტერესო იქნებოდა, თუმცა ჩვენს თანამედროვეობაში დავრჩებოდი საცხოვრებლად, რადგან წარსულის საინტერესო ისტორიის გამოყენება და კოსტიუმების დეტალებში ასახვა ახლაც შესაძლებელია.  ყველაზე მეტად მაინც 50-60 წლების სტილს გამოვყოფდი.
– როგორი სამომავლო გეგმები აქვს Matassi-ს?…
– 
უახლოეს მომავალში მაქვს დაგეგმილი ჩემი ბოლო კოლეციის  ფოტოსესია და პარალელურად დავიწყებ მუშაობას შემოდგომა-ზამთრის 2016-17 წლის კოლექციაზე, რომელსაც  გაზაფხულზე წარმოვადგენ Mercedes-Benz Fashion Week-ზე.

https://www.facebook.com/matassii

6

7

8

 

9

 

10

 

11

12

 

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები