თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო – ვიდეო
თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.
ამ დროისთვის უცნობია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს.
შეგახენებთ, რომ თურქეთმა რამდენჯერმე გამოუცხადა პროტესტი რუსეთს მის საჰაერო სივრცეში საბრძოლო თვითმფრინავების შეჭრის გამო და მათი განადგურების პირობა დადო.