საქალაქო სასამართლოში დავით ბორჩაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშრში ბრალდებული დავით ბორჩაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. ბრალდებულის ადვოკატი შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს და ითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოს. ბორჩაშვილს დღესვე ჭრილობის გართულების გამო ფეხზე ოპერაცია უნდა გაუკეთონ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დავით ბორჩაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.