„ქალაქი-მოჩვენება“ – ბრიუსელის ქუჩები ფაქტობრივად ცარიელია (ფოტო, ვიდეო)
ბრიუსელში სატრანსპორტო სისტემა ფაქტობრივად პარალიზებულია მას შემდეგ, რაც მთავრობამ ტერორისტული საფრთხის გამო მეტროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ვინაიდან ავტობუსების მძღოლები სატრანსპორტო კოლაფსის გამო სამსახურამდე ვერ მივიდნენ, ხოლო მეორე ნაწილი იძულებული იყო, ბავშვებთან ერთად სახლში დარჩენილიყო, ვინაიდან საბავშვო ბაღებიც დახურულია, ავტობუსებიც პრაქტიკულად არ მუშაობს. ქალაქში უპრეცედენტო ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ბრიუსელში შეყვანილია საჯარისო ნაწილები, დაკავებულია ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი.













