„შარლ დე გოლის“ ავიაციამ „ისლამური სახელმწიფო“ დაბომბა
ფრანგული ავიამზიდის „შარლ დე გოლის“ ავიაციამ პირველი საბრძოლო გაფრენები განახორციელა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს- ფრესი“ იუწყება. ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში კვირას, საღამოს შევიდა.
„შარლ დე გოლი“ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სულ მცირე ოთხი თვის განმავლობაში გაჩერდება. თუმცა ეს მისია შეიძლება გაგრძელდეს. ხომალდზე განთავსებულია 18 ავიაგამანადგურებელი – Rafale, რვა ზებგერითი მოიერიშე თვითმფრინავი -Dassault Super-Etendard, ასევე ორი რადიოსალოკაციო დაზვერვის თვითმფრინავი.
ავიამზიდის ეკიპაჟი 1,9 ათასი მეზღვაურისგან, მფრინავისგან და ტექნიკური პერსონალისგან შედგება. ასევე ესკადრის შემადგენლობაში შედის ფრეგატი La Motte-Picquet-ი, ფრეგატი Aquitaine, ტანკერი Aviation-ი და წყალქვეშა ნავი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება.