შოთა ქემოკლიძეს 4 000-ლარიანი გირაო დაეკისრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ შოთა ქემოკლიძეს გირაოს სახით 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩება მანამ, სანამ გირაოს თანხა ბოლომდე არ დაიფარება. აღნიშნული თანხა კი 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ შოთა ქემოკლიძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 22 ნოემბერს დააკავეს.
მას ცივი იარაღის ტარებას ედავებოდნენ.