ყაბარდო-ბალყარეთში ერთ დღე-ღამეში 14 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

ყაბარდო-ბალყარეთში, მათ შორის მის დედაქალაქ ნალჩიკში და სხვა რაიონებში ერთ დღე-ღამეში 14 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული, რომლებმაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს. „რეგნუმის“ ინფორმაციით, მთელ რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო გამოცხადებული. ერთ-ერთი განადგურებული „ბოევიკი“ 1986 წელს დაბადებული იური ბიცუევია, რომელიც ამ დაჯგუფების მეთაურია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკთა“ ჯგუფი ჩერეცკის რაიონის ტყის მასივში აღმოაჩინეს. მათ ალყის გარღვევა სცადეს, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და ორმხრივი სროლის დროს ისინი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები