ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე განგაში გამოცხადდა
ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე განგაში გამოცხადდა. ტერაქტის შესაძლო საფრთხის გამო ინდიაპოლისი-ლოს-ანჯელესის რეისს მიმართულება შეუცვალეს და ის ავარიულად კანზას-სიტიში დაეშვა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ავარიული დაშვების შესახებ რამდენიმე მგზავრის საეჭვო საქციელის გამო მიიღეს. მგზავრების ევაკუაციის შემდეგ თვითმფრინავი გამნაღმველებმა შეამოწმეს. სამართალდამცველებმა ლაინერის ყველა მგზავრი დაჰკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანებს არავინ დაუკავებიათ.