რუსულმა ავიაციამ სირიაში ხუთი დღის განმავლობაში ათასობით ბენზინმზიდი გაანადგურა
ათასობით ბენზინმზიდი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაანადგურა რუსულმა ავიაციამ სირიაში. ეს ობიექტები და ტრანსპორტი „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ქალაქ რაქის სიახლოვეს განადგურებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის საცავი. რუსული ავიაცია სირიაში ავიადარტყმებს 31 სექტემბრიდან ახორციელებს. პარიზის ტერაქტების შემდეგ დაბომბვების ინტენსივობა გაიზარდა.