თურქული მედიის ცნობით, ბერძენი სამხედროები სირიელი ლტოლვილებით სავსე ნავის ჩაძირვას ცდილობდნენ (ვიდეო)

თურქული გამოცემების ცნობით, საბრძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდის ეკიპაჟი ხმელთაშუა ზღვაში სირიელი ლტოლვილებით სავსე ნავის ჩაძირვას ცდილობდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ვიდეოკადრებიც ერთვის, საბერძნეთის ხომალდის ეკიპაჟის წევრი მასთან მიხლოებულ ნავს გრძელ ჯოხს ურტყამს და გემთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. თურქული მედია იუწყება, რომ რამდენიმე საათის შემდეგ ლტოლვილები თურქულმა სამხედრო გემმა გადაარჩინა. ამ ინფორმაციას ბერძნული მხარე კეტეგორიულად უარყოფს. huffingtonpost.com-ის ინფორმაციით, ამ ქვეყნის სანაპირო დაცვამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„საბერძნეთის სანაპირო დაცვა კატეგორიულად უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ სტატიას და ვიდეომასალებს, რომლის მიხედვით საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემი თითქოს ლტოლვილებით სავსე ნავის ჩაძირვას ცდილობდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებული მასალა თურქულ მედიას თურქეთის საჯარო დიპლომატიის ინსტიტუტმა მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები