კენიაში სპორტსმენების ჯგუფი მსუბუქი ატლეტიკის ფედერაციის შენობაში შეიჭრა

კენიელი სპორტსმენების ჯგუფი მსუბუქი ატლეტიკის ფედერაციის შენობაში შეიჭრა და მინი ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც ერთ-ერთმა სპორტსმენმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა, ფედერაციას სპორტსმენები, და არა ჩინივნიკები უნდა ხელმძღვანელობდნენ. კენიის მსუბუქი ატლეტიკის ფედერაციის ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმდინარე წელს ფულის გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კერძოდ, საქმე აღიძრა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დევის ოკეიოს წინააღმდეგ, რომელიც ბრალს უარყოფს. ამჟამად ფედერაციის შენობასთან პოლიციის ქვედანაყოფები მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები