მიანმარიში დაღუპულთა რაოდენობა 113-ს შეადგენს

მიანმარიში, კაცინის მაღაროელების დასახლებასთან მეწყერი ჩამოწვა. მიწისქვეშ 70 სახლი აღმოჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია 113 დაღუპულის შესახებ, მაგრამ მაშველებმა არ იციან მეწყრის ქვეშ მოყოლილთა ზუსტი რაოდენობა. ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრების ამოყვანას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები