„დაინახე თავისუფლება“- ქართული სათვალე უსაზღვრო სივრცისთვის

ირაკლი და ლევან გამთენაძეები ორი თვეა, რაც ახალ, საკუთარ  ხედვას ქმნიან.  განსხვავებული და  უნიკალური სათვალის იდეა ძმებს დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა შედეგის მიღება მათთვის არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა….  

 

– მე და ჩემი ძმა – ლევანი პიონერთა სასახლეში დავდიოდით და ბავშვობიდან ავიამოდელიზმს  ვსწავლობდით.  გვიწევდა დიდი თვითმფრინავების მოდელირება, ასევე სხვადასხვა მასალასთან შეხება.  ხეზე მუშაობაც აქედან ვისწავლეთ. 16 წლიდან სწავლას ხელი კიდევ უფრო სერიოზულად მოვკიდე. 4 წელი მოსწავლის სტატუსი მქონდა, ბოლოს  საკუთარი სტუდია შევქმენი და ახლა უკვე ცოდნას სხვას ვუზიარებ.  მას შემდეგ 9 წელი გავიდა, მე და ჩემი ძმა, ჩვენი გზებით წავედით, თუმცა სულ გვინდოდა, ისევ ერთად გვემუშავა და რამე ღირებული, ფასეული შეგვექმნა. ის, რისი კეთებაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა…12242065_1165286273499979_308296198_n
– რატომ გქონდათ დიზაინის მიმართ ასეთი განსაკუთრებული დაინტერესება?
– 
წლების განმავლობაში დიზაინით ვიყავი დაკავებული. კარგად ვიცოდი ხაზვა. მამა ინჟინერი მყავს და ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა… – როგორ მიხვედით სათვალემდე?12242062_1165286270166646_1329127644_n
– 
იდეის ძებნაში ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. თავიდან გვიდოდა სკამების დიზაინი, რომელიც იქნებოდა ერთი და განუმეორებელი. შემდეგ გაჩნდა სათვალე. ნინის (ჩვენს დას) ეკეთა სათვალე,  ავიღე და ხე გადავუკარი ზემოდან, ვცადე. ძალიან ცუდი ნამუშევარი იყო, იმას არც გაიკეთებდა თავმოყვარე ადამიანი…. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, სათვალის შექმნაზე გვემუშავა.
ღამეები არ გვეძინა ერთი ნიუანსის დასმისთვის. არ გამოგვდიოდა, ვაგდებდით და ახლიდან ვიწყებდით…12231576_1165286276833312_324117316_n
ეს არის წელიწადნახევრის შრომა, აქამდე რაც მოვიდა და მოვიტანეთ.
– რა სირთულეები შეგხვდათ?
– 
საქართველოში ხეზე მუშაობის კულტურა განვითარებული არ არის. საჭირო გახდა ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვერ მოვიძიეთ. ისეთ დანადგარს ვერ ვშოულობდით, რომ მილიმეტრნახევრიანი დეტალი გაგვეკეთებინა. ამას ხელით ნამდვილად ვერ შეძლებ. ნელ-ნელა შევკრიბეთ  ყველაფერი. ალბათ ეს ეტაპი საჭირო იყო, რადგან ცხვირის წატეხვამ გვაჩვენა, რა არის უკეთესი და კარგი…. – რა ეტაპებს გადის „Bros EyeWear“…12255129_1165286360166637_1604622006_o
– 
პირველ რიგში, ვარჩევთ ხეს მისი სიმტკიციდან გამომდინარე. ყველაზე გავრცელებულია და ფერთა ფართო არჩევანს გვაძლევს კაკალი, დაახლოებით 4-5 ფერს. ასევე ვიყენებთ ხის ფესვებს… გვაქვს ეგზოტიკური ხეები: წითელი ხე, ოვენკოლი, ზებრანო, რომელიც საქართელოში არ მოიპოვება და ჩამოგვაქვს.
– როგორ არჩევთ შუშას?
– 
მთავარია იყოს კომფორტული და გამძლე, რა თქმა უნდა, მაღალიხარისხიანი მინა, რომელიც თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან  დაიცავს. ორი მთავარი ამოცანა გვაქვს – შუშა უნდა იყოს სტანდარტის შესაბამისი და ჩარჩოს შესრულების მაღალი დონე…
– როგორ გაიგეთ ეს ინფორმაცია?12255497_1165286356833304_189747115_o
– 
ძალიან ბევრი წავიკითხე, რაც უკავშირდებდა შუშას. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე გვაქვს კარგი ხარისხის, ფრანგული წარმოების შუშა. სწორედ ამ შუშას ვიყენებთ ჩვენი პროდუქციისთვის.
– პირველი სათვალე, რომელიც  კარგი გამოვიდა…
– ღამის ოთხ საათზე მოვრჩით მუშაობას. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ,  წავედით ჩვენს დიდ ოჯახში, სადაც ჩვენი მშობლები და და ცხოვრობს. წავიღეთ სათვალე, მთელი ოჯახი გავაღვიძეთ და ჩვენი ნამუშევარი ვაჩვენეთ. ის შეგრძნება – სიხარული, სიამაყე არასოდეს დამავიწყდება.
– როგორ ფიქრობთ, რატომ მოეწონება მომხმარებელს ხის სათვალე?
– პირველ რიგში, არის ბუნებრივი, დაფარვას ვაკეთებთ ანტიალერგიული მასალით. როცა ადამიანი ჩვენს სათვალეს იკეთებს, აქსესუარიდან მოდის სითბო და თითქოს გრძნობ, ჩვენი მასალა არის უდიდესი ენერგეტიკის მატარებელი. ვფიქრობ, მისი მთავარი პლუსიც ესაა. ადამიანებს გვიყვარს მოდური, დახვეწილი და უნიკალური, ჩვენი სათვალეც სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს…
– ფერებში შეზღუდული ხართ?12269050_1165286310166642_994853313_o
– 
არა, პირიქით. ხეზე შეუზღუდავი და ბუნებაზე შეუზღუდავი არაფერია. ძალიან ბევრნაირი ფერი არსებობს. ისეთი ფერებიც კი, როგორიცაა – სტაფილოსფერი, მწვანე, თუმცა დეფიციტურია და ბევრი წითელ წიგნშიც არის შესული…
– როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი პროდუქტი სხვებსაც უნდა ენახათ?
– მზა პროდუტი დაახლოებით ორი თვე არის, რაც გვაქვს. გვქონდა სატესტო ვარიანტები, რომელიც გამოვცადეთ სითბოზე, სიცივეზე. საჭიროა, რომ აქსესუარმა არ მიიღოს დეფორმაცია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე არის წყალზე მედეგი, არ იძირება და სისველეც არ ვნებს. ზედაპირი დამუშავებული აქვს ისეთი მასალით, რომ წყალს არ იკარებს. ესაა ფუტკრის სანთელზე დამზადებული ზეთი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სჭირდება მოვლა. ძალიან მარტივი პროცედურაა და თავად მფლობელსაც შეუძლია სათვალის ამ ზეთით დამუშავება.
– გქონდათ თუ არა ამ დროის განმავლობაში იმედგაცრუების მომენტი…
– კი, იყო ასეთი მომენტიც. ყველაზე რთული იყო ე.წ. პეტლის დასმა  და შუშების სწორად ჩასმა, უნდა ეცადო, იდეალურთან მიახლოებული გამოვიდეს. გვიწვალია და გვითქვამს, აღარ გვინდა, თავს ვანებებთ, მაგრამ მეორე დღეს ისევ დაგვიწყია ახლიდან.  ყოველდღიურ შრომაში იყო გამოცდილება.  ერთი კვირის თავზე რაღაც გამოგვდიოდა და ეს იყო დიდი სტიმული ჩვენთვის.12269070_1028398950526056_889515466_o
– როგორ ფიქრობთ, მსოფლიო ბაზარზე არის ხის სათვალის მოთხოვნილება?
– რამდენადაც ვიცი, 2013 წელს რუსეთში და ამერიკაში ხის სათვალის მწარმოებელმა ფირმამ პრიზი აიღო. საკმაოდ წარმატებული სიახლეა საზღვარგართ. თითქმის ყველა მოწინავე ქვეყანაში არის ორი სამი მწარმოებელი მაინც.
– როგორ უნდა გახდეს სერიული?
– „Bros EyeWear“ -ის სათვალე მხოლოდ  მზეზე ორიენტირებული არ იქნება, გვექნება ოპტიკაც. ახლა ვმუშაობთ, რომ ჩვენს სათვალეს შუშის გამოცვლის საშუალება ჰქონდეს.  ჩვენი ვარაუდით და გათვლით, გაზაფხულზე გვექნება სრული კოლექცია. ახლა გვაქვს სამი მოდელი, მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ  ექვსი სახეობის ხეში.  ყველა ინდივიდუალური და განსხვავებული გამოდის, რადგან შეგვიძლია გავშალოთ ფერებში.
– რამდენი დრო სჭირდება ერთ სათვალეს?12270315_1165286853499921_2058300282_n
– დაახლოებით 32 საათი უნდა ვიმუშაოთ, თუმცა არის კიდევ შრობის ეტაპი. სრულყოფილი შედეგის მისაღებად 4 დღე სრულიად საკმარისია.
– სამომავლო გეგმები, თუ აპირებთ მოდის კვირეულებზში მონაწილეობას?
– ხარისხიდან, კომფორტულობიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე, გვინდა, რომ გავფართოვდეთ. მოდის სფეროს პირდაპირ ვუკავშირდებით და, რა თქმა უნდ,ა ვგეგმავთ მოდის კვირეულებზე ჩვენი კოლექციის გატანას.
– თქვენი იმედები… რამდენად გამართლდა?
– ამ ეტაპზე 100 პროცენტით გამართლებულია. რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდა და ამასაც აუცილებლად მივაღწევთ.
– ის, ვისაც უკეთია „Bros EyeWearის სათვალე, რას ხედავს?…
– ხედავს თავისუფლებას, მე რომ ვიკეთებ, მე ვგრძნობ და ვხედავ თავისუფლებას. ვფიქობდით, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომხმარებელი და მივხვდით, რომ ის  უნდა იყოს თავისუფალი და კარგი ადამიანი…

ნინო ჯაჯანიძე

12270588_1165286856833254_1560978676_n

12272832_1165286860166587_126353959_n

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები