პოლონეთში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ევა კოპაჩის მთავრობა გადადგა. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის – „სამოქალაქო პლატფორმის“ დამარცხების შემდეგ მიიღო. არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა. კონსტიტუციის მიხედვით, გადადგომის შესახებ კოპაჩმა პოლონეთის სეიმის პირველივე სხდომაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“ გაიმარჯვა. მან ამომრჩევლის ხმების 37,6% მიიღო და პარლამენტში 460 ადგილიდან 232-ს დაიკავებს. ამ პარტიის მიერ აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობის მიღების შემდეგ მას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები