ზუგდიდში ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულს ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება მეუღლის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულად მიმდინარეობდა.
დაზარალებული აცხადებს, რომ ქმარმა ე.წ. ქალიშვილობის საკითხის გამო მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად ქალთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს და ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობა დაგმეს.
ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებულის ნათესავებმა. მათ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. სამეგრელოში მომხდარ ფაქტს მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები