შსს თანამშრომლებმა ხულოში 16 მოქალაქე გადაარჩინეს – ფოტოკოლაჟი

 ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
პოლიციის თანამშრომლები, მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ მეწყერთან ერთად ჩამოტანილი ხეებისგან აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში.

10569079_723628251072510_2668663968301852576_n 12208525_723628314405837_8748269117302354205_n 12219578_723628364405832_296928887993470457_n 12227600_723628284405840_9063829309652488740_n 12241175_723628337739168_1517525398073561262_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები