მაშველებმა პანკისის ხეობაში ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები გადაარჩინეს (ფოტოკოლაჟი)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პანკისის ხეობაში ჩარჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს.
ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები სამყურას ხეობაში ექსპედიციაში იმყოფებოდნენ და რთული რელიეფური პირობების გამო ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას. მათ დახმარება ესაჭიროებოდათ. ადგილზე მობილიზებული იქნა როგორც ადგილობრივი, ასევე, თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სააგენტოს მაშველებმა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები მათთვის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გადაიყვანეს.


