საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” საუბარში განაცხადა.
მამიკინსი განმარტავს, რომ ასოცირებულ ქვეყნებს არა აქვთ აღებული ვალდებულება, ლტოლვილთა მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, მისი აზრით, თბილისი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად მიიღებს.
“არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც”, – განაცხადა მამიკინსმა.
ამასთან, მამიკინსმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა საკითხი ასოცირებულ წევრებთან ევროკავშირის დიალოგზე არ აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები