კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ სამყაროს ყველაზე მარტოხელა გალაქტიკა გადაიღო

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ სამყაროს ყველაზე მარტოხელა გალაქტიკის ფოტოები გადაიღო. ამის შესახებ ორბიტალური ობსერვატორიის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მცირე ზომის სპირალური გალაქტიკა MCG+01-02-015 თევზების თანავარკვლავედში მდებარეობს. მის გარშემო არსებულ სივრცეში მატერიის სიმკვრივე ერთ კუბურ მეტრზე ერთ ატომს შეადგენს.
ტეკესკოპი „ჰაბლი“ კოსმოსში 1990 წელს გაუშვეს. მისი მასა 11 ტონას შეადგენს. ობსერვატორია 2030 წლამდე იფუნქციონირებს. ტელესკოპს შეუძლია სამყაროს შესწავლა ოპტიკურ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში.

12233583_10204867640362417_455394596_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები