ჰოლივუდის ცნობილი ოპერატორი სერგო ფარაჯანოვის და სოფიკო ჭიაურელის თაყვანისმცემელია – ჰირო ნარიტას ექსკლუზიური ინტერვიუ “კვირასთან”

რას ყვება ჰირო ნარიტა ჰოლივუდის მსახიობებზე და რატომ მოსწონს მას ქართული კინო…12207706_1161752373853369_1453419890_n

ჰირო ნარიტა, 1941 წელს კორეაში დაიბადა. სან – ფრანცისკოში დაამთავრა ხელოვნების სკოლა და მისი გზა ოპერატორობისკენ და ჰოლივუდისკენ სწორედ აქედან დაიწყო…
– 
ვფიქრობდი ხოლმე… რომ გრაფიკული დიზაინი და ილუსტრაციები აღარ მაკმაყოფილებდა.  სურათებით ისტორიების მოყოლა მზღუდავდა და  უფრო მეტი მჭირდებოდა, სწორედ ეს იყო გადაღება. ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთ რეჟისორთან ვსწავლობდი, როგორ უნდა „მეკეთებინა“ კინო, მის ყველა ასპექტს  ვუღრმავდებოდი და  საკუთარ ხედვას ვაყალიბებდი.
– ასე გახდა კამერა თქვენი ცხოვრების ნაწილი…12207983_1161752363853370_1770054296_n
– 
კინოს ტყვე გავხდი. ადამიანური ისტორიები და ემოციები  ყველაზე საინტერესოდ და სახალისოდ შეიძლება მხოლოდ კამერით გადმოსცე. მე ვერ წარმომიდგენია ვიზუალურად უკეთესი  სხვა გამომსახველობა, ისეთი, როგორიც კამერაა. ის არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ადამიანის ხელში, რომელიც მოქმედებს ფსიქიკაზე. კინოში სინათლით და ჩრდილებით შეგიძლია შექმნა უნიკალური ვიზუალური გამოსახულება, რომელიც  ადამიანის ბუნების საუკეთესო კომპლექსია და ეს შედეგი შეგიძლია ფირზე აღბეჭდო.
– შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო ჰოლივუდის ისეთ ცნობილ მსაიობებთან, როგორიც არიან: პირს ბროსნანი, პიტერ პოსტლეტუეიტი, ბრიუს მაკგილი, ტილდა სვინტონი … მოგვიყევით მათზე…12208097_1161752303853376_1056540632_n
– მნიშვნელობა არ აქვს, ცნობილია თუ არა მსახიობი, ყველა ფილმს ქმნის.  ჰოლივუდის კინოს მსახიობები საკუთარი  საქმის ძალიან ერთგულები არიან. კამერის წინ სიტყვების მეშვეობით მათი გარდასახვა ხდება. ჩემთვის აღმოჩენა იყო ტილდა სვინტონი, განსაკუთრებით ნაყოფიერი მსახიობია.  ის თავით ეშვება საქმეში, მაგრამ, იმავე დროს, შეუძლია კამერის წინ როლიდან გამოვიდეს, ნებისმიერ თემაზე დაგელაპარაკოს და ისევ როლში შევიდეს.  ტილდა  ძალიან განათლებულია, თავისუფლად შეუძლია პოლიტიკაზე და ისტორიაზე საუბარი, მასთან მუშაობა ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის.12208110_1161752347186705_1502207139_n
ზუსტად არ  ვიცი, მსახიობი ქმნის თავის კინოგმირს თუ ჩვენ ვქმნით ჩვენს პერსონას გონებაში… ერთი რამ ცხადია, ისინი, რა თქმა უნდა, მთლიანად დებენ საკუთარ თავს, რომ შექმნან დამაჯერებელი და რეალური გმირის სახე. სწორედ ამის გამოა ზოგიერთი განსაკუთრებით უფრო მგრძნობიარე ან რთული, ისევე როგორც რომელიმე ჩვენგანი.
– რომელი ჟანრი უფრო ახლოსაა თქვენთან, დრამა, კომედია…
– მე   ყველა ჟანრი  მიყვარს. ადვილი არ არის, დავყო კომედია და დრამა.  ჩემთვის ასევე  ერთდროულად  სასიამოვნოა   მხატვრულ და დოკუმენტურ  ფილმებზე მუშაობა.  ორივე ისტორიას ყვება. თუმცა ეს უკანასკნელი რეალურ ამბებს ასახავს. მაგრამ კინემატოგრაფიულ სიმართლეს ორივე თანაბრად  მოითხოვს.12212420_906688032713531_993588822_n
– არის ისეთი რამ, რასაც ოპერატორი ვერ ისწავლის და ეს მხოლოდ მას „შინაგანად“ უნდა ჰქონდეს?
– მივხვდი, რომ კინემატოგრაფია  არ არის მარტო უნარი ან მხატვრობა. ოპერატორს კარგად უნდა ესმოდეს  გრაფიკული დიზაინის ყოველი დეტალი. მისი შემადგენლობა კომპოზიცია, ფერები, ტონები, მასშტაბი… ამის ღრმა ფსიქოლოგიური ცოდნა უნდა ჰქონდეს და მართვა შეეძლოს – ეს არის ფუნდამენტი ყველა კადრის. თუ ამას გრძნობ და  ეს იცი, მაშინ  აუცილებლად კარგ ვიზუალურ შედეგს მიიღებ. კინემატოგრაფიას ეხება არა მხოლოდ ის, რაც ეკრანზე გამოისახება, არამედ ის რაც ჩარჩოს გარეთაა. 12212527_1161752323853374_807893507_nიაპონურ კინოში  ჩემი საყვარელი ფრაზაა – „…საგნების სილამაზეს ჩვენ ვერ ვხედავთ“.
ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე ვართ, ესაა – ციფრული გამოსახულების მიღების ეპოქა. თუმცა ტექნოლოგიები მიდიან და მოდიან. კარგი გამოსახულების საფუძვლები მაინც იგივე რჩება და დროს უძლებს.
ერთ რამეში რაშიც დარწმუნებული ვარ, ესაა ,რომ კინემატოგრაფიაში არ დავიბადე, თუმცა,  აღმოვაჩინე და მას მერე ვატარებ.
– პირველად როდის ნახა ჰირო ნარიტამ ქართული ფილმი და როდის გახდა მასზე შეყვარებული12226831_1161752317186708_1181756354_n
– დაახლოებით 60-70-იან წლებში, ამერიკის ხელოვნების სახლში ვნახე სხვადასხვა ქვეყნის ფილმები, მათ შორის იყო სერგო ფარაჯანოვი, ოთარ იოსელიან და გიორგი შენგელაია. მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო ქართული ფილმი, თუმცა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვეს და შთაგონების წყაროც კი გახდა ჩემთვის. ეს ფილმები ძალიან განსხვავდებოდნენ  სტილით და  „შემადგენლობით“  სხვებისგან. ისინი მელაპარაკებოდნენ და ეხებოდნენ ჩემს გულს…  სოფიკო ჭიაურელიც მაშინ ვნახე ფილმის მეშვეობით, საოცარი მსახიობია…
– მას შემდეგ  სტუმრობთ საქართველოს?…
– 1986 წელს, როგორც დელეგატი,  ჩემი მეუღლე ბარბარა პარკერ ნარიტა,  რეჟისორ ლანა ღოღობერიძის თანხლებით საქართველოს ეწვია. 12212547_1161752300520043_1001528415_n ისინი ერთმანეთს სან- ფრანცისკოს ფილმის ფესტივალიდან იცნობდნენ.  ბარბარა აღფრთოვანებული დაბრუნდა საქართველოდან და მას შემდეგ ხშირად მესაუბრებოდა თქვენს ქვეყანაზე, თქვენს კულტურაზე და, რა თქმა უნდა, ქართველ რეჟისორებზე.
რამდენიმე თანამედროვე ქართული ფილმი  მინახავს: „შეყვარებული კულინარი“, „მანდარინები“ და „გრძელი ნათელი დღეები“.  საოცარი ფილმებია, თქვენს კინოში ისევ მძაფრად იგრძნობა ტრადიციები და უდავოა, რომ ქართულ კინოს ხელი უნდა შევუწყოთ…
– გზა ჰოლივუდისკენ….12226834_1161752350520038_913136889_n
– არ არის ადვილი… გახვიდე ჰოლივუდის გზაზე. ეს მოხდა მაშინ, როცა პირველად ვიყავი წარდგენილი „ემიზე“.  ორი წლის შემდეგ  ისევ  დავბრუნდი „ემის“ დაჯილდოებაზე. ჰოლივუდი დახურულია მათთვის, ვინც მის გარეთ ცხოვრობს.  უნდა მომეძებნა სხვა გზა  და  „ეს  არის მეგობარი“,  რომელიც დაგაკავებს სხვადასხვა ფილმზე და ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი შეხვიდე ჰოლივუდში.  ვთანამშორმლობ Walt Disney-თან და Paramount Pictures-თან.
– თანამედროვე კინო, რას ფიქრობთ თქვენ…12226907_1161752297186710_1999766510_n
– ჩვენ ვართ საინტერესო ეპოქაში, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას აძლევენ რეჟისორს, შექმნას შესანიშნავი ფილმები, რაც არის ახალი ჩვენს ვიზუალურ და ემოციურ გამოცდილებაში. თანამედროვე ტექნოლოგიებით შეგვიძლია ნებისმიერი ჩვენი წარმოდგენა ეკრანზე ხილული გავხადოთ. თუმცა, მე მჯერა, ჩვენ შევქმნით ნამდვილ ამბებს და ეს იქნება კარგი ისტორიები. მე იმედი მაქვს, ხელოვნება და ტექნოლოგია ისე შეერწყმება ერთმანეთს, რომ ერთი მეორეს არ დაკარგავს და ემოცია ეკრანზე კვლავ დარჩება.
ძალიან გამიმართლა, რომ  ჩართული ვარ მსოფლიო კინოს „კეთებაში“.  ბოლო რამდენიმე წელია მომავალ და უკვე დამწყებ რეჟისორებს  საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას ვუზიარებ. იმედი მაქვს, ამის საშუალება ყოველთვის მექნება.

ნინო ჯაჯანიძე

12231350_1161752310520042_1953081095_n

12231466_1161752337186706_2098831708_n

12231483_1161752330520040_726615638_n

12231505_1161752313853375_1884810871_n

12233167_1161752307186709_2005066038_n

12233429_1161752320520041_1783654400_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები