ნასა მარსზე გაფრენის მსურველთა შერჩევას იწყებს
მარსზე პილოტირებული კოსმოსური ხომალდის მისიის ფარგლებში ნასა „წითელ პლანეტაზე“ გაფრენის მსურველთა შერჩევას იწყებს. პროექტში მონაწილეობის მიღებას სულ მცირე ბაკალავრიატის განათლებას მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეები შეძლებენ. ამ მისიისთვის პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სპეციალობებს, როგორიცაა: ინჟინერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ბიოლოგი. გარდა ამისა, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე სამწლიანი მუშაობის სტაჟი ამ სპეციალობებით, ან მათ უნდა წარადგინონ რეაქტიული თვითმფრინავის პილოტირების მინიმუმ ათასი საათის გამოცდილების საბუთები.
ასევე კანდიდატებს მოუწევთ ფიზიკური გამძლეობის და დიდი ხნის ფრენების ამტანიანობის ტესტირების ჩაბარება. კანდიდატების შერჩევა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაიწყება და 2016 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. შერჩეულ გამარჯვებულთა ვინაობა 2017 წელს გახდება ცნობილი. ეს ადამიანები მარსზე მაშინვე არ გაფრინდებიან, ისინი თავდაპირველად პილოტირებულ ხომალდ „ორიონზე“ გაივლიან წვრთნებს, რომელიც მარსზე გაფრენისთვის მზადდება.