ნასა დღეს მარსის ატმოსფეროს შესახებ ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს

აშშ-ს კოსმოსური სააგენტო დღეს მარსის ატმოსფეროს შესახებ ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს. პრესკონფერენცია ვაშინგტონში, „ნასას“ შტაბ-ბინაში გაიმართება და ის NASA Television-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. თუ გამომსვლელების გვარებით ვიმსჯელებთ, ახალი ინფორმაცია MAVEN-თან არის დაკავშირებული, ეს ამერიკული აპარატია, რომელიც მარსს ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარსზე წყალი აღმოაჩინეს, რომელიც თხევად მდგომარეობაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები