“ტვიტერი“ „ლაიქის“ ფუნქციას ამატებს
„ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ვკონტაქტეს“ შემდეგ „ლაიქის“ ფუნქციას „ტვიტერიც“ ამატებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ თავის ოფიციალურ ბლოგში გაავრცელა.
ახალი ფუნქციის ამოქმედების შემდეგ „ტვიტერმა“ ტექსტის ქვეშ არსებული ვარსკვლავი, რომელიც ნიშნავდა „რჩეულებში დამატებას“ „გულით“ შეცვალა, რომელიც ნიშნავს: „მე მომწონს“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ვარსკვლავს“ შეეძლო „ტვიტერის“ ზოგიერთი მომხარებელი შეცდომაში შეეყვანა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მიკრობლოგით არცთუ დიდი ხანია სარგებლობს. თქვენ შეიძლება ბევრი რამ მოგწონდეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი „რჩეულებში“ მოხვდეს. „გული“ კი, კომპანიის წარმომადგენელთა აზრით, უნივერსალური სიმბოლოა და ყველა კულტურის ადამიანისთვის არის გასაგები, რომელ ენაზეც არ უნდა საუბრობდეს ის.