ცირკის სახიფათო სამყარო და ადრენალინი, რომელიც გაცოცხლებს

ბადრი ღუღუნიშვილი 29 წლისაა და ცირკში „უნიფორმად“ მუშაობს.  თავის სახიფათო და მოულოდნელობებით სავსე სამსახურზე აუღელვებლად ვერასოდეს საუბრობს…

– ბავშვობაში ცირკში არასოდეს ვყოფილვარ. ჩემთვის სრულიად უცხო სამყარო იყო. სულ მაინტერესებდა, მაგრამ ახლოდან მსგავსი სანახაობა აქამდე არასოდეს მინახავს. თბილისის ცირკში 5 წელია  ვმუშაობ.  ვაკანსია გამოაცხადეს და გადავწყვიტე, გასაუბრებაზე მივსულიყავი. 12200678_1159278870767386_1950108898_n
– მაშინ  24 წლის იყავი. თუ აცნობიერებდი ბოლომდე, რომ შენს ხელში ადამიანის სიცოცხლე უნდა ყოფილიყო.
– 
იმ მომენტში ბოლომდე გათვითცნობიერებული არ მქონდა და ზუსტად არც ის ვიცოდი, დავრჩებოდი თუ არა. ეგრეთ წოდებული „უნიფორმა“, ადამიანი, რომელიც მსახიობს ნომერის შესრულებაში ეხმარება,  ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩვენზე იქნებოდა დამოკიდებული, წარმატებული სანახაობა გამოვიდოდა თუ არა. მიუხედავად ამისა,  გავრისკე და დავრჩი. ახლა თბილისის ცირკში 4 „უნიფორმა“ ვართ, რომელთაც სხვისი სიცოცხლე გვაბარია. – კონკრეტულად რა პასუხისმგებლობაზე ამბობ?
 – როცა სრულდება, მაგალითად –  საჰაერო ნომერი, ამ დროს გამომსვლელი თოკებით ჩვენ გვიჭირავს.  ერთი შეცდომა და შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, ძალიან ძნელი სამუშაოა, თითოეული წამი უნდა გათვალო.
– როგორ შეგარჩიეს, რა იყო საჭირო – ფიზიკური მონაცემები?12200999_1159287254099881_1748541186_n
– 
პირველ რიგში, რუსული და ინგლისურის ცოდნაა საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, მე კარგად არ ვიცი. ფიზიკური შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს.
–  როგორ ხდება წარმოდგენისთვის მომზადება?
– 
სანამ წარმოდგენა გაიმართება, ერთი კვირით ადრე გავდივართ მომზადებას. უნდა შევისწავლო  ნომერი, რაც ძალიან რთულია. გამომსვლელი თვეების განმავლობაში მუშაობს თითოეულ ნომერზე, ჩვენ კი ამ ნომრის დამახსოვრება რამდენიმე დღეში გვიწევს.
– პირველი წარმოდგენა…
– მახსოვს პირველი წარმოდგენა, ის შეგრძნება დღემდე მომყვება. მსახიობი ჰაერში რომ ავწიეთ, ხელები მიკანკალებდა. ნომერი იყო  სწრაფი ვარდნა. ამ დროს ისე მაგრად უნდა გეჭიროს თოკი, ხელი არ უნდა გაგეშვას. კინაღამ გული გამისკდა, რომ ჩამოვიდა და დამთავრდა ამოვისუნთქე.
– თუ გიგრძვნია, რომ კარგად არ გეჭირა და შეგშინებია…12202590_1159272067434733_1237987138_n
– კი, კი იყო. ერთხელ, თოკი კარგად არ იყო ჩაბმული, აკრობატი რომ გადმოხტა, ძლივს მოვასწარით დაჭერა.  ოთხმა კაცმა ძლივს დავიკავეთ, საშინელი შეგრძნება იყო, მეგონა, რომ ვკვდებოდი.
– ცხოველები…
– ცხოველებთან მოქცევა, რა თქმა უნდა, ცირკში მისვლისთანავე მასწავლეს. ნომრის შესრულების დროს  უნდა იცოდე, როდის მიხვიდე და რა დისტანციაზე.  ზურგით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგე, იმიტომ რომ შეიძლება თავს დაგესხას.
– 5 წელია, რაც ცირკში ხარ.  თუ გიფიქრია სხვაგან გადასვლაზე?
– არა, არ მიფიქრია, იმიტომ რომ მომწონს. მსახიობებთან განსაკუთრებული  ურთიერთობა მაქვს, მთელი წარმოდგენა როგორც ისინი მონაწილეობენ, მეც თითქმის იგივე გამოსვლა მაქვს.
– შენ თუ გიწევს უშუალოდ მანეჟზე გასვლა?12204734_1159278874100719_1596540952_n
– კი, როგორ არა, ხშირად. ხან ჯამბაზს სჭირდება დახმარება. ზოგჯერ შეიძლება ასისტენტის როლი შევასრულო, გარკვეულწილად მსახიობობა მიწევს…
– თუმცა, თბილისში ცირკი მუდმივი არ არის…
– ისე ძალიან მინდა ხოლმე, რომ ვინმე ჩამოვიდეს და ცირკი დაიწყოს, ხანდახან შენობის სანახავად ავდივარ. სურვილი მაქვს, რომ სულ იყოს, მაგრამ ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ ჩვენი საცირკო დასი არ გვყავს.
– ძირითადად, რომელი ქვეყნები ჩამოდიან?
საქართველოში ყველაზე ხშირად  უკრაინიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან ჩამოდიან გასტროლზე.  გვყავდნენ ამერიკელებიც.
– შენ ყველაზე მეტად რომელი ნომერი მოგწონს, ცხოველების, საჰაერო თუ…
– ყველა ნომერთან შეხება მაქვს და ყველა ძალიან მომწონს. თითოეულ ნომერში მსახიობების დიდი შრომაა ჩადებული. რაც მთავარია, წარმოდგენა ყოველთვის მშვიდობიანად მთავრდება. ნომრის ყველაზე დიდი შემფასებელი მაინც მაყურებელია. არ მავიწყდება აპლოდისმენტები, რომელიც მოჯირითეების ჯგუფმა „ალანიამ“ დაიმსახურა.
– მსახიობებს ცრურწმენები თუ აქვთ…12208027_1159287250766548_1418206305_n
– კი, აქვთ. ყველას თავისებური რიტუალი აქვს. როგორც მსახიობს სცენაზე გასვლის წინ, ასევე ცირკის მსახიობს მანეჟზე გასვლის წინ.
– თუ გინახავს, როგორ გამოიყურება ცარიელი ცირკი?
– როცა წარმოდგენები არ არის. ცარიელი ცირკი ძალიან ცუდი სანახავია, ცუდი შეგრძნებაა.
–  როცა წარმოდგენები მთავრდება, ბოლო წარმოდგენაზე „ზელიონკას“ ეძახიან, ერთმანეთს უჩალიჩებენ რაღაცებს…
– ახლა აღარ ხდება, იშვიათად. მაგას როცა აკეთებენ, უნდა შეუთანხმდე მსახიობს, უნდა შეუთანსხმდე უფროსს ვისაც ჩამოჰყავს.
– რა არის შენთვის ცირკი?
– ცირკი ჩემთვის ყველაფერია. როცა აქ ვარ, სულიერად ვისვენებ, რაღაც სხვანაირი განცდა მაქვს. საუკეთესო  თანამშრომლები მყავს, ერთიანი შეკრული გუნდი ვართ, ამის გარეშე არაფერი გამოვა.12200481_1159272060768067_552088558_n
– როცა ნომერი სრულდება და უკრავენ ტაშს, გარკვეულწილად ეს ტაში თქვენც გეკუთვნით, მაგრამ შენ ამ დროს კულისებში ხარ…
– ნამდვილად, სასწაული განცდაა ამ დროს, თითქოს შენ გააკეთე ის ნომერი და ეს ტაში შენ გეკუთვნის. არ არის საჭირო, მაინცდამაინც მაყურებლის წინაშე იდგე. აპლოდისმენტს ჩვენც ისევე ვიღებთ, როგორც მანეჟზე მდგომი მსახიობი.
– სურათებს იღებ საშიშ ცხოველებთან….
– ყოველთვის ვცდილობ, ცხოველებთან სურათი გადავიღო. განსაკუთრებით მტაცებელებთან. შიშის მომენტი ნამდვილად არ მაქვს. მიყვარს რისკი, ფოტო კი სამახსოვროდ დამრჩება…

 ნინო ჯაჯანიძე

12188740_1159272074101399_1380279773_n

12204937_1159272070768066_2082079968_n

12207724_1159272057434734_391716605_n

12207806_1159278867434053_1776003927_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები