მზეზე 14 ძლიერი აფეთქება მოხდა

მზეზე 1-2 ნოემბერს 14 უძლიერესი აფეთქება დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო დღეებში დედამიწაზე გეომაგნიტური ველი სტაბილური იქნება, ხოლო რადიაციული მდგომარეობა – მშვიდი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 29 ნოემბერს მომხდარი მზის გვირგვინის ამოფრქვევის გამო დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი. თუმცა საბოლოოდ ამ რადიაციამ დედამიწამდე ვერ მოაღწია.
ასტრონომების დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე უძლიერესი გეომაგნიტური ქარიშხალი 1859 წელს დაფიქსირდა. მაშინ გვირგვინის ამოფრქვევამ დედამიწამდე 18 საათში მოაღწია და 2-3 დღის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ისეთი ძლიერი ჩრდილოეთის ციალი შეინიშნებოდა, რომ მოსახლეობას ზოგიერთ რაიონში ღამის და დღის გარჩევა არ შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები