ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

Screenshot

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ჩაატარეს,- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სწავლებაში ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ.

მათ პოტენციური მოწინააღმდეგის ასეულზე კონტრშეტევის კომპონენტები ფაზების მიხედვით განახორციელეს.  

წვრთნისა და შეფასების სწავლების მიზანია, ქვედანაყოფის მხარდამჭერ კოლექტიურ დავალებებში, მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით, ბატალიონის მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები