კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველომ 9 მედალი მოიპოვა

Screenshot

კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველომ 9 მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატში, რომლის მასპინძელიც ბათუმია, 37 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იასპარეზა და შეჯიბრება 9 მედლით დაასრულა; აქედან 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.

საქართველო კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს.

ჩემპიონატი, რომელშიც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები