დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სკვერი მოეწყო

Screenshot

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სკვერი მოეწყო, რომელიც ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი და თავშეყრის სივრცე იქნება,- ინფორმაციას 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 3900 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე განხორციელდა და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნა.

სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლობილიკები და გარე განათების სისტემა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა  ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

ცენტრალური სკვერის მოწყობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 167 988 ლარი გამოიყო.

Screenshot
Screenshot
Screenshot
Screenshot

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები