პაკისტანში ავტომობილის აფეთქების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ მომხდარი ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 14 პოლიციელი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაშავდა. 

თავდასხმა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბანუში მოხდა.

ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, დანაღმული ავტომობილი პოლიციის საგუშაგოსთან აფეთქდა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები