დავით საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის
დავით საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის. აცბას კანდიდატურა პარლამენტს ცესკო-მ წარუდგინა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-დან საგანელიძის ადგილმონაცვლის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე შევიდა.
მისი თქმით, ვლადიმერ აჩბა თანხმობას აცხადებს, პარლამენტის წევრის ადგილი დაიკავოს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში საგანელიძის ადგილმონაცლე ედიშერ თოლორაია იყო, თუმცა იმის გამო, რომ თოლორაია ამჟამად ზუგდიდის გამგებელია, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობის მიზნით შემდგომი კანდიდატურა – ვლადიმერ აჩბა წარედგინა.