გიორგი მარგველაშვილი მოლდავეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სალარუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდავეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სალარუს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროინტეგრაცის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ საქართველო – მოლდავეთის ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს და ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა მოლდავეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები