“გაზპრომის” წარმომადგენლებთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
“გაზპრომის” წარმომადგენლებთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, სად გაიმართება “გაზპრომთან” მორიგი შეხვედრა.
“შეხვედრაზე მხარეები გეგმავენ, განიხილონ არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გავრცელებული.