ჯეიმს აპატურაი: მედიის თავისუფლება ყოველ ეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპია
ნატო საქართველოში რეფორმებს როგორც სამხედრო მიმართულებით, ასევე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისითაც აკვირდება, – ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპარტურაიმ განაცხადა.
როგორც აპარტურაიმ თავდაცვის სამინისტროში, მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მედიის თავისუფლება ყოველ ეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად.
„ნატოს მხრიდან ყურადღებით ხდება დაკვირვება სამხედრო მიმართულების რეფორმებზე, ასევე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისით და ეს გაცილებით მნიშვნელოვნად ჟღერს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოს წევრობისკენ იღწვიან. მედიის თავისუფლება ყოველ ეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ იმასთან ერთად, რასაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ჰქვია. ასევე, უმნიშვნელოვანესია თავისებურად მომწიფებული დემოკრატიული გარემო, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად და ყველა შტო თანამშრომლობს ამ მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, ეს პრინციპი ასევე ძალზედ მნიშვნელოვნად ჟღერს საქართველოშიც“, – განაცხადა აპატურაიმ.