ჯეიმს აპატურაი: ნატოს მიზანია, საქართველო არ დააყენოს საფრთხის ქვეშ
“ნატოს მიზანია, საქართველო არ დააყენოს საფრთხის ქვეშ”,- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
აპატურაის თქმითვე, ნატოს არ სურს გამოაგზავნოს ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.
“2008 წელს ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. ეს არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მზადყოფნის საკითხი. ნატო აკვირდება თითოეულ ასპირანტ ქვეყანას. უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში კი ჩვენ არ გვინდა გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით საქართველო დავაყენოთ საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.