ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ჩვენ დავასრულეთ ყოველგვარი ტერორი

ჩვენ დავასრულეთ ყოველგვარი ტერორი საქართველოში, იქნება ეს ადამიანების ტერორი, ბიზნესის, მედიის, სასამართლოს ტერორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად დაასრულა ძალადობა.
“დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ნებისმიერ მეწარმეს აქვს თავისუფლად ოპერირების საშუალება. ჩვენ დავასრულეთ ყოველგვარი ტერორი საქართველოში, იქნება ეს ადამიანების ტეროტირი, ბიზნესის, მედიის, სასამართლოს ტერორი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ყოველგვარი ძალადობა დასრულდა. ეს მოახდინეთ თქვენ, ეს მოახდინა ბატიონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად. იმას, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად თავისუფალი, ჩვენი ოპონენტებიც და ყოფილი სასამართლოს თავმჯდომარეც აღიარებდა. ჩვენი მთავრობის დროს სასამართლო გახდა აბსოლუტურად თავისუფალი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქეს აქვს გარანტირებული სამართალი. ანუ ჩვენ სამართლი დავაბრუნეთ. ჩვენ ხალხს დავუბრუნეთ თავისუფლება და ღირსება, რომელიც წართმეული ჰქონდა წლების განმავლობაში”, – მიმართა ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები