„ოჯახი-ორკესტრი“ – თიკო კვალიაშვილის ორი ცხოვრება

თიკო ვერაზე, ერთ ძალიან დიდ ოჯახში ცხოვრობს. ექვს დედ-მამიშვილს მუსიკის საკუთარი სამყარო აქვს, რომელსაც ხუმრობით სექსტეტს უწოდებენ.
„როცა ვიბადებით, ყველანი განსხვავებულები და ინდივიდუალურები ვართ… შემდეგ უკვე აღზრდასა და იმ საზოგადოებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, სადაც ვიმყოფებით. არაფრით გამორჩეული ბავშვი ვიყავი იქამდე, სანამ ვისწავლიდი კითხვას, წავიკითხავდი წიგნებს და დავიწყებდი საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცხოვრებაში. კი ვაღიარებ, რომ ვიყავი ცოტათი განსხვავებული, თავისებური და ჩაკეტილიც.“12064177_1149924241702849_21617894_n

– ვინ არის თიკო კვალიაშვილი დღეს?
– როდესაც ამ კითხვას მისვამენ ცოტათი ვიბნევი ხოლმე. რა თქმა უნდა, თიკო კვალიაშვილი არის თიკო კვალიაშვილი. ვარ 25 წლის, მიყვარს ცხოველები, ბუნება, მუსიკა. სამი წელია დაკავებული ვარ ცხოველთა უფლებების დაცვით. საკუთარ თავში შევცვლიდი, რომ ვიქნებოდი უფრო აქტიური და შრომისმოყვარე. არ მომწონს ჩემს თავში ფეთქებადი ხასიათი და აუცილებლად შევცვლიდი ამ ყველაფერს.
– როგორ გახდი ვეგეტარიანელი, შენმა ცხოველებისადმი სიყვარულმა განაპირობა?
– ბავშვობიდანვე მიყვარდა ცხოველები და ასაკის მატებასთან ერთად მიძლიერდებოდა ეს გრძნობა. სახლშიც ყოველთვის გვყავდა. გარეთ თუ სადმე ვნახავდი, ყოველთვის ვცდილობდი, გამომეკვება, შემდეგ სახლში მომყავდა…  გადამწყვეტი ნაბიჯი კი მათდამი სიყვარულის დასამტკიცებლად იყო ჩემი ვეგეტარიანელად გახდომა და ბოიკოტის გამოცხადება ხორცის ინდუსტრიისა და ცხოველთა ექსპლუატაციის მიმართ. არ მიყვარს, როდესაც მიწოდებენ ცხოველთა დამცველს. მე ცხოველთა მოყვარული  და მათდამი გულშემატკივარი უფრო შემეფერება. რთულია ამ სფეროში ყოფნა და აქტიურობა. ხშირად იღლები, ისტრესები, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ შენი დამსახურებით კიდევ ერთი დაუცველი არსება გადარჩა, ძალა და სტიმული გემატება, რათა გადაარჩინო კიდევ მეტი და მეტი.12092557_1149924221702851_1093105159_n
– როგორ ფიქრობ, რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ურთიერთობა ცხოველებთან, ფრინველებთან, რატომ არის საჭირო, რას გვაძლევს ეს ურთიერთობები?
– ცხოველები, ფრინველები, ადამიანები და, ზოგადად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწის შვილები ვართ. ჩვენ აუცილებლად უნდა თანავარსებობდეთ ერთმანეთის გვერდით ჰარმონიულად. ბუნება არ გვპატიობს ადამიანებს მისი და მისი შვილებისადმი გამოვლენილ სისასტიკეს… ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები დააბალანსებს მდგომარეობას სამყაროში, იქნება მეტი სიმშვიდე, სიყვარული.
– შენი სახლი და ეზო სავსეა…
– ცხოველებით… ახლა 2 ძაღლი და 23 კატა მყავს. ყველა ქუჩიდან მოვიყვანე. მიხარია, რომ კერძო სახლი გვაქვს და შემიძლია მათი შეფარება. შემდეგ ვეძებ მათთვის სასურველ პატრონს და ასე ვაბინავებ.
– ხშირად იცვლი გარეგნობას...12165664_1149924225036184_359000029_n
– მართალია, თუმცა არ ვთვლი, რომ გამომწვევი ვარ, უფრო თამამი და პირდაპირი ვარ. ჩვენს საზოგადოებაში ადამიანის პირდაპირობა ხშირად გამომწვევ ქცევად აღიქმება, რაც სასაცილო და, ამავდროულად, სამწუხაროა. მიყვარს განსხვავებული ჩაცმა, სტილი… მიყვარს თავისუფლება და მაქსიმალურად ვცდილობ მისით ტკბობას.
– შენი ოჯახი მუსიკის დიდი სიყვარულით გამოირჩევა…
– ყველანი მუსიკოსები ვართ. მე ფლეიტისტი. სალომე ჰობოისტი, მირიანი ჩელისტი და სამივე კონსერვატორიაში ვსწავლობთ. დანარჩენები: გიგო და ია – ვიოლინო, დუდი კი ალტი. მათაც კონსერვატორიაში სურთ ჩაბარება. ერთადაც ვუკრავთ, როცა თავისუფლები ვართ და საკუთარ სექსტეტს ხუმრობით კვალიაშვილების სექსტეტს ვუწოდებთ. დედა და მამა ხელს გვიწყობენ, რომ ერთად რამე გამოგვივიდეს. ხშირად ვუკრავთ კონსერვატორიაში და სხვადასხვა კონცერტზე. ჯერ კიდევ თვითგამორკვევის პროცესში ვარ, ორი სფერო მეწევა თავისკენ: ერთია ცხოველთა დაცვა, ხოლო მეორე – მუსიკა…
ვნახოთ, რომელზე გავაკეთებ საბოლოო არჩევანს.

ნინო ჯაჯანიძე

12166459_1149924238369516_1098166369_n

12166706_1149924245036182_1567689316_n

12166944_1149924235036183_597928431_n

12167679_1149924231702850_1863396860_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები