თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოში ყველა დარგში, ყველა მიმართულებით სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს

“საქართველოში ყველა დარგში, ყველა მიმართულებით სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ ამის შედეგებს. რა თქმა უნდა, უკანონო ბიზნესის კეთება და შავი ფულის ტრიალი მოსაგვარებელი იყო და ნაბიჯები აქეთაც გადაიდგა. რომ შევაჯამოთ, სამართლებრივ სახელმწიფოს სამართლებრივი პრინციპების არა მხოლოდ დეკლარირება, მისი აღსრულებაც სჭირდება. ყველა წინაღობა რომ გადალახო, ამისთვის სერიოზულად უნდა მოემზადო. ასეთივე დანაშაულებს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში აღმოაჩენთ. საქმე იმაშია, სახელმწიფოს ძალა უნდა მოეკრიბა, რომ ამხელა ფრონტი გაეშალა ყველა მიმართულებით. რაც ჩამოგითვალეთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გავლენიან ადამიანებთან გვაქვს საქმე და რა დონის შავი ფულის ტრიალთან, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან თავისი შავი ფულის დასაცავად. სახელმწიფო ძალას იკრებდა, გეგმას სახავდა და როცა გეგმის რეალიზება დაიწყო, შედეგებსაც ვხედავთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები