კიევში საფოსტო ტერმინალზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევში, ერთ-ერთი საფოსტო ტერმინალის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შემდეგ ადგილზე პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები მივიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. მომხდარის შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს. ისინი აფეთქების მიზეზებსა და გარემოებებს ადგენენ.

უკრაინული მედიის ცნობით, განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის განზრახ ქმედების შესაძლებლობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები