შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: კულმინაცია იქნება, რომ ალიანსი დაიშლება, მაგრამ ეს დაშლა არ ჩავთვალოთ ჩვენ, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან – ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ

“კულმინაცია იქნება, რომ ალიანსი დაიშლება, მაგრამ ეს დაშლა არ ჩავთვალოთ ჩვენ, რომ რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის მუდმივი გადაწყობა იმ ძალების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს.

„ვფიქრობ მათი შემდეგი ტაქტიკური სვლა იქნება, რომ ის ტოქსიკური ალიანსი, თავისი არსით, დაშალონ, უფრო სწორად სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილონ. ეს კინოც ნანახი გვაქვს. მერამდენეჯერ უნდა შეეცადონ, რომ ასეთი ფოკუსები ჩაუტარონ ქართველ ხალხს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ალიანსმა თავისი ძალიან კარგი საქმე გააკეთა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი ნაცი. ნაცები ვნახეთ, რომ გაერთიანდნენ ისევ ერთად იმიტომ, რომ ეს არის არა პარტიული კუთვნილება და მე როდესაც ნაცს ვამბობ, არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პარტიულ კუთვნილებას. მე ვგულისხმობ იდეოლოგიას. შეიძლება ვიღაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არ იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში არ იყო, მაგრამ თავისი იდეოლოგიით არის ნაცი.

ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცობა, როგორც იდეოლოგია, როგორც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული იდეოლოგია აერთიანებს იმ ხალხს, რომელიც სწორედ ამ ალიანსში არის და ერთიანი სახე დაგვანახა ამ ალიანსმა, ამიტომ კარგი საქმე გააკეთა. მადლობა გვეთქმის მისთვის, ვინც ეს სისულელე გააკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას, რადგან დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს არის ერთი ძალა, ანტიქართული, ანტიდემოკრატიული ძალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები