პაპუაშვილი – მესტიაში ე.წ. მაინერების ამოღებაზე: ხელისგულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც
“ხელისგულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას – “პოლიციამ 47 ე.წ. მაინერი ამოიღო, ასევე, ვიცით, რომ სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე?”.
„გარდა იმისა, რომ ეს უკანონობაა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი აწვებოდა უპირველესყოვლისა მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს და მთლიანად საქართველოს ენერგო სისტემას. მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.