სააკაშვილმა ოდესის ხელისუფლებაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ „აღმოაჩინა“

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში ადგილობრივი ჩინოვნიკების საქმიანობა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს შეადარა.
სააკაშვილმა ოდესის ისტორიული ცენტრის იერსახის შენარჩუნებაზე დარდობს, რომელსაც, მისი თქმით, კორუმპირებული ჩინოვნიკები რამდენიმე წლის შემდეგ მთლიანად გაანადგურებენ.
„მე ვთხოვე უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ოდესის მერიის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრს ვერ შეეხონ, რადგანაც ეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაა. ისინი ანადგურებენ ოდესის ცენტრს, ანადგურებენ მას ველური ადამიანებივით. ზუსტად ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ველურები სირიასა და ერაყში უნიკალურ ისტორიულ ნაგებობებს ანადგურებენ. ოდესის უნიკალური ცენტრალური კვარტალები კორუფციულ დაპირისპირებებს ეწირება“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები