გვატემალის ერთ-ერთი ქალაქის მაცხოვრებლებმა მერი ცოცხლად დაწვეს

გვატემალის ქალაქ კონსეპსიონის მოსახლეობამ ქალაქის მერს, 43 წლის ბაზილიო ხურაკანს სასტიკად სცემა, შემდეგ ბენზინი მოუკიდა და დაწვა. თავდამსხმელებმა მერი კორუფციასა და პოლიტიკურ ოპონენტზე შეიარაღებულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. ამ თავდასხმის შედეგად მერის პოლიტიკური ოპონენტი ლორენცო სეკუესი მძიმედ დაიჭრა, მისი შვილი და დისშვილი კი დაიღუპნენ.
ლორენცო სეკუესმა ბაზილიო ხურაკანი სექტემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მერის ოპონენტზე თავდასხმა სწორედ ამის შემდეგ მოხდა.
მერზე „ნადირობის“ დროს მამაკაცებმა ასევე დაწვეს სამი სახლი და ორი ავტომობილი. მათ ასევე მერის შვილი მძიმედ დაჭრეს, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები