თურქეთი რუსეთს და აშშ-ს ქურთების მხარდაჭერისთვის პროტესტს უცხადებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა-განმარტებისთვის აშშ-ს ელჩი თურქეთში ჯონ ბასი და რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი დაიბარა.
ანკარა მოსკოვსა და ვაშინგტონს სირიელი ქურთების სამხედრო მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ იარაღს „ქურთთა მუშათა პარტია“ გამოიყენებს, რომელთანაც, თურქების აზრით, სირიის „ქურთების დემოკრატიული კავშირი“ თანამშრომლობს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმ ქურთებს აწვდის იარაღს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან და ეს მიწოდებები ერაყის მთავრობის მეშვეობით ხორციელდება.
რუსეთის მიერ ქურთებისთვის იარაღის მიწოდება ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობებს ართულებს. ანკარამ ორჯერ დაადანაშაულა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევაში და ამ ფაქტების გამეორების შემთხვევაში მათი განადგურება არ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები