ნიგერიაში ტერაქტების სერიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში მომხდარ სამ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტები ბორნოს შტატის ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები თვითმკვლელმა ტერორისტებმა აამოქმედეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, აფეთქებების ადგილებზე შვიდი ცხედარია აღმოჩენილი. მაიდუგური ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქალაქია. ნიგერიაში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აქ არაერთი ტერაქტი განახორციელა. მიმდინარე წლის მარტში ამ ორგანიზაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე ერთგულების ფიცი დადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები