იერუსალიმში, სამშაბათს მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ისრაელის პოლიციამ არაბულ კვარტალებს ალყა შემოარტყა

იერუსალიმში სამშაბათს მომხდარი რამდენიმე ტერაქტის შემდეგ, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის პოლიციამ არაბულ კვარტალებს ალყა შემოარტყა. ეს გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
„მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მიღებულია შესაბამისი ზომები ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, კერძოდ, იერუსალიმის ზოგიერთ რაიონში კომენდანტის საათს შემოიღებენ“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს იერუსალიმში პრაქტიკულად ერთდროულად ორი ტერაქტი მოხდა. ამის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. ინციდენტი იერუსალიმში, გეულას და ტალპიოტის რაიონებში მოხდა. გეულაში თავდამსხმელები ავტობუსის გაჩერებას შეეჯახნენ, ხოლო შემდეგ იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. ტალპიოტშიც დაუდგენელმა პირმა გაჩერებაზე მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები