მოსკოვში ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი ჩეჩენი დააკავეს

მოსკოვში ჩეჩნეთის სამი მკვიდრია დაკავებული, რომლებიც ტერორისტული აქტების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები. ლეფორტოვოს სასამართლომ მათ 12 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, საუბარია ჩეჩენი ეროვნების სამ პირზე – მოხმად მეჯედოვზე, ასლან ბაისულტანოვსა და ელმან აშაევზე. როგორც ცოტა ხნით ადრე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამხახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, მთლიანად ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია 12 პირი. მისი თქმით, დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები და მათი ბინის ჩხრეკის დროს 5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები